სიმეტრია ხელოვნებაში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეებმა დაადგინონ და გაავლონ სიმეტრიის ღერძები ხელოვნების (არქიტექტურულ) ნიმუშებში. შეაფასონ, რამდენად მისაღებია და აუცილებელი სიმეტრიულობის დაცვა არქიტექტურაში.
3. პროექტის აქტუალობა
პროექტის თემა აქტუალურია თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში, რადგანაც შეეხება არქიტექტურული დაგეგმარების სტილს. .
4. პროექტის მიზნები
პროექტი შეუწყობს ხელს მოსწავლეებს, გაეცნონ სხვადასხვა ეპოქაში არსებულ არქიტექტურის სტილს, დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნა შემდგომში გამოიყენონ მშენებლობის დაგეგმვაში.
5. მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა
ორი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
პროექტის მითითებულ თემაზე მოსწავლეების მიერ შეიქმნება პრეზენტაცია, მისი საჯარო განხილვით მიიღწევა პროექტის საბოლოო შედეგი. მოძებნონ და გაავლონ ხელოვნების ნიმუშის სიმეტრიის ღერძი/ცენტრი (თუ ასეთი არსებობს), ააგონ მისი სივრცული კვეთა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, მე-11 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშები, ფაილის ფურცლები, ფანქრები, სახაზავები, ტრანსპორტირი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ.XI.11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობს სივრცული ფიგურის
კვეთის შესაძლო ფორმაზე და აგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას;
- პოულობს ფიგურის გეგმილს მითითებული პარალელური
დაგეგმილებისას;
- მსჯელობს სივრცული ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი
კვეთის/კვეთების მიხედვით;
- მსჯელობს ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი ანასახის
მიხედვით პარალელური დაგეგმილებისას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ყოჩიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kochiashvili.123@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: kochiashvili123.blogspot.com
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kochiashvili.123@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: kochiashvili123.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий