суббота, 21 июля 2012 г.

სიმეტრიული სურათები

წმინდა პეტრეს მოედანი ვატიკანში














თბილისის სამების საკათედრო ტაძარი. 21-ე საუკუნის გრანდიოზული მშენებლობის ნიმუში.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
ვარშავის თეატრი

რომის კოლიზეუმი

четверг, 19 июля 2012 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება
     სიმეტრია ხელოვნებაში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
      მოსწავლეებმა დაადგინონ და გაავლონ სიმეტრიის ღერძები ხელოვნების (არქიტექტურულ) ნიმუშებში. შეაფასონ, რამდენად მისაღებია და აუცილებელი სიმეტრიულობის დაცვა არქიტექტურაში.
3. პროექტის აქტუალობა
     პროექტის თემა აქტუალურია თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში, რადგანაც შეეხება არქიტექტურული დაგეგმარების სტილს. .
4. პროექტის მიზნები
 პროექტი შეუწყობს ხელს მოსწავლეებს, გაეცნონ სხვადასხვა ეპოქაში არსებულ არქიტექტურის სტილს,  დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნა შემდგომში გამოიყენონ მშენებლობის დაგეგმვაში.
5. მონაწილეთა ასაკი
     16-17  წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა
     ორი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
   პროექტის მითითებულ თემაზე მოსწავლეების მიერ შეიქმნება პრეზენტაცია, მისი საჯარო განხილვით მიიღწევა პროექტის საბოლოო შედეგი. მოძებნონ და გაავლონ ხელოვნების ნიმუშის სიმეტრიის ღერძი/ცენტრი (თუ ასეთი არსებობს), ააგონ მისი სივრცული კვეთა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
   კომპიუტერი, პროექტორი,  მე-11 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშები, ფაილის ფურცლები, ფანქრები, სახაზავები, ტრანსპორტირი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
   
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

      მათ.XI.11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და აგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას;
  • პოულობს ფიგურის გეგმილს მითითებული პარალელური დაგეგმილებისას;
  • მსჯელობს სივრცული ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი კვეთის/კვეთების  მიხედვით;
  • მსჯელობს ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი ანასახის მიხედვით პარალელური დაგეგმილებისას.
 11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ყოჩიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  kochiashvili.123@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:  kochiashvili123.blogspot.com